გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აღაიანში 7 თვის ჩვილი საკუთარმა დედამ სავარაუდოდ შურისძიების ნიადაგზე გაგუდა

22-05-2019

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში საკუთარმა დედამ 7 თვის ჩვილი სავარაუდოდ ქმარზე შურისძიების მიზეზით მოკლა.

მისი მეუღლის ნათესავების განცხადებით, ბავშვის გაგუდვის შემდეგ დედამ, რომელიც თვითონაც არასრულწლოვანია, ოჯახიდან ოქროს ნივთები და ფული წაიღო.

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის მიზეზი სატელეფონო შეტყობინებები იყო, რომელსაც გოგო საიდუმლოდ ინახავდა.

საკუთარი შვილის მკვლელი პოლიციამ თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში, არსებული ინფორმაციით მეგობარ ბიჭთან ყოფნის დროს დააკავა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031