გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

23-05-2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პუგლისის შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხში.

გიორგი გახარიამ, როსარია პუგლისის, ახლადშექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კონცეფციისა და მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031