გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: „ქართული ოცნების“ ოპონენტი, შალვა შავგულიძე იმ პარტიასთან აღმოჩნდა, რომელთან ბრძოლის გამოც ჰქონდა სახელი განთქმული

23-05-2019

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების“ ოპონენტი, შალვა შავგულიძე იმ პარტიასთან აღმოჩნდა, რომელთან ბრძოლის გამოც ჰქონდა სახელი განთქმული – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

თამარ ჩუგოშვილი გიგა ბოკერიას ურჩევს, შალვა შავგულიძეზე ისაუბროს.

„სჯობს, ბოკერიამ თავის კანდიდატზე ისაუბროს. ჩვენი ოპონენტი იმ პარტიასთან აღმოჩნდა, რომელთან ბრძოლის გამოც ჰქონდა სახელი განთქმული. ვინ ვისთან არის და ვინ ვისი სახელით იყრის კენჭს, ასე თუ ვსაუბრობთ, მაშინ პირველ რიგში მათ კანდიდატებთან არის კითხვები“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გიგა ბოკერიამ გუშინ განაცხადა, რომ ლადო კახაძე მაგალითია უპრინციპობის, როგორც პოლიტიკოსი. მისი თქმით, ლადო კახაძემ ყველა პარტია მოიარა, პარტიებს იცვლიდა არა შეხედულებებით, არამედ ვინც ძალაუფლებაში იყო ან ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ჰქონდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031