გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: აშშ-ის მიერ მიღებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას

23-05-2019

კონგრესის ქვედა პალატამ “საქართველოს მხარდამჭერი აქტი” მიიღო. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი წერს, რომ აშშ-ის კონგრესისგან ეს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა.

"უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა აშშ კონგრესისგან. საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მუშაობის შედეგად კონგრესის ქვედა პალატამ “საქართველოს მხარდამჭერი აქტი” მიიღო.

საქართველოს მხარდამჭერ კანონპროექტში, ხაზგასმითაა დაფიქსირებული სრული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე;

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას" - წერს ჩუგოშვილი.

კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

როგორც ჩუგოშვილი აღნიშნავს, კანონპროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.

აშშ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დამრღვევებისთვის მკაცრი სანქციების დაწესებით ინიციატივით გამოდის.

"სწორედ ამ აქტის მიღებას ლობირებდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იანვარში ვიზიტის დროს.

აქტი ინიცირებულია საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეების ჯერი კონოლის (დემოკრატი) და ადამ კინზინგერის მიერ (რესპუბლიკელი)" - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031