გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანში მარკეტში ფარულად შეღწევისა და შენობაში ხანძრის გაჩენისათვის შსს-მ ერთი პირი დააკავა

24-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.


დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ 23 მაისს, დაახლოებით 05:00 სთ-ზე გლდანში მარკეტ ,,ორი ნაბიჯში" ფარულად შეაღწია, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და ალკოჰოლურ სასმელები მოიპარა რის შემდეგაც დანაშაულის კვალის წაშლის მიზნით აღნიშნულ მარკეტს ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ მ.მ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე თბილისში დააკავა, ხოლო ნაქურდალი პროდუქტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031