გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერსი ტემბონი: ის გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება, რომელიც არჩეული აქვს ეროვნულ ბანკს, არის სწორი

24-05-2019

"ლარის კურსთან დაკავშირებული რყევები, რომელიც ახლა ფიქსირდება, ძირითადად არის ჯანსაღი პროცესის ნაწილი", – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორმა, მერსი ტემბონმა ჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც „ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის” გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს.


„ლარი სტაბილურ ვალუტას წარმოადგენდა ამ პერიოდის განმავლობაში. ის რყევები, რომელიც ახლა ფიქსირდება, ძირითადად არის ჯანსაღი პროცესის ნაწილი. თუ გსურთ, რომ საქართველო იყოს თავისუფალი ღირებულებების ჯაჭვის წევრი, დადგენილი თავისუფალი მცურავი კურსი უნდა იყოს სწორი გადაწყვეტილება. ამ პირობებში კონტროლი და ჩარევა კურსის დარეგულირებაში არ იქნება გამართლებული.


ჩემი აზრით, ის გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება, რომელიც არჩეული აქვს ეროვნულ ბანკს, არის სწორი. მომავალში ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დივერსიფიკაცია ვალუტის დასტაბილურებას შეუწყობს ხელს. ფინანსური ინკლუზიურობისა და ანგარიშვალდებულების პროექტი (FIA) მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კერძო სექტორის კიდევ უფრო გამყარებასა და გაძლიერებას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ლარის გრძელვადიან სიმყარეს და სიმტკიცეს”, – განაცხადა მერსი ტემბონმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930