გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო ქართლში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

25-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.მ. დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა გარდაბნის რაიონის სოფელ მთისძირიდან მოქალაქის კუთვნილი 15 ძროხა მოიპარა. სამართალდამცველებმა ა.მ. მარნეულში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სატვირთო ავტომობილის საშუალებით პირუტყვის დმანისში გადაყვანას ცდილობდა. პოლიციამ ნაქურდალი ძროხები მეპატრონეს დაუბრუნა.


გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31