გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან იზორია: ნატოში გაწევრიანების მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი იდენტობის, თავისუფლებისა და ღირსების დაცვაა

26-05-2019

„ვულოცავ ამ დღეს ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი იდენტობის საწყისის, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვით, თითოეული მოქალაქის ღირსებას იცავს!“ - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დამოუკიდებლობის დღე ქართველ სამხედროებს. 

თავდაცვის მინისტრმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ქართული სიტყვა - თავისუფალი - უნიკალურია მსოფლიოში. ქართველმა ამ სიტყვაში საკუთარი იდენტობის ორი საწყისი, თავის, ანუ ინდივიდისა და უფლის, ღვთაებრივი საწყისი გააერთიანა. ეს ქრისტიანული იდენტობაა, რომელშიც ადამიანი, ინდივიდი ღმერთმა თავის მსგავსად, თავის ხატად შექმნა და მისი ღირსება ხელშეუხებელ, ღვთაებრივ განზომილებაში აიყვანა“. 


მინისტრის განცხადებით, ქართველისათვის თავისუფლების დაცვა ისტორიულად ღირსების დაცვას ნიშნავს.

„თავისუფლების დაცვა, დღეს როგორც არასდროს, თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროს საერთო ძალისხმევას საჭიროებს. ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი იდენტობის, თავისუფლებისა და ღირსების დაცვაა“, - განაცხადა ლევან იზორიამ და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყნის სწრაფვა თავისუფლებისკენ ურყევია. 

ლევან იზორიამ სანიმუშო პარტნიორობისთვის ნატოს წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომელიც თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად ყოველდღიურად გვაძლიერებენ“ - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031