გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირლანდიაში საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა

26-05-2019

ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა, ხოლო საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის ცენტრში მდებარე კონგრესის ცენტრი.

საგარეო უწყების ცნობით, ქართული დროშები ირლანდიის დედაქალაქში 23 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული. აღსანიშნავია, რომ უკვე მეოთხე წელია, რაც ორი ქვეყნის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნიშნად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დუბლინში ქართული დროშების აღმართვა ხდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031