გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზერბაიჯანის საგრეო საქმეთა მინისტრი: ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემას ეფუძნება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა

26-05-2019

„ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა, რომელიც ისეთ მტკიცე საძირკველს ემყარება, როგორიცაა ურთიერთგაგება და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა“ - ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგრეო საქმეთა მინისტრის, ელმარ მამედიაროვის წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ელმარ მამედიაროვის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობის ინტერსებს ემსახურება. 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს ბედნიერებაs, მშვიდობასა და წინსვლას უსურვებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31