გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აღიარებენ მთელს მსოფლიოში

26-05-2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო სამხედრო

ფიცის დადების ცერემონიალში, შემდგომ კი საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

"დღეს საქართველო კიდევ ერთხელ დიდი ზეიმით აღნიშნავს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ დღეს" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან აღნიშნა, რომ ამ დიად დღეს საუკუნეზე მეტი გვაშორებს, თუმცა დღესაც ყველას სიამაყით გული გვევსება.

მისი თქმით, საქართველოს აღირებენ მთელს მსოფლიოში.

"ერთი საუკუნის შემდეგ ჩვენ კვლავაც შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აღიარებენ და პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში" - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. 

"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მალე გახდება დღევანდელი დემოკრატიული მსოფლიოს ყველაზე მძლავრი და წარმატებული ორგანიზაციების - ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროპისა და დასავლეთის სამყაროს ღირსეულ წევრობასთან. საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი წინსვლისა და მსოფლიოში მოპოვებული პრესტიჟის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემოქმედი ჩვენი თავდაცვის ძალებია"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031