გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში, "სადახლოსა" და "მტკვარზე" მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

27-05-2019

საბაჟო-გამშვებპუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, ,,მტკვარი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 25,357.69 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 274.54 გრამი) გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 25,357.69 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031