გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ასპინძაში დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

27-05-2019

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გართობისა და დასვენების პარკში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირთა მემორიალი მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.

ასპინძის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა ზაქარიამ მემორიალთან, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლი ომისა და სამხედრო ძალების დაინვალიდებული ვეტერანები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ მათ 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საჩუქრად 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივი ,,მოქალაქეთა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამიდან“ გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება გადასცა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31