გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაიკლ პომპეო: საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ

27-05-2019

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება და რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს მისალოც წერილში რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნა.

მაიკლ პომპეო ხაზგასმით აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას. მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცები ამერიკელი პარტნიორების მხარდამხარ იბრძვიან უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული რეგიონული თუ საერთაშორისო გამოწვევების დაძლევის მიზნით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქართველ ხალხს გულითადად ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ურყევია“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930