გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა შავგულიძე: არ ვიცი ბაჩო ახალაია რა მუხლით იხდის სასჯელს და აქედან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ არის თუ არა ის პოლიტპატიმარი

27-05-2019

ბაჩო ახალაია არ ვიცი ახლა რა მუხლით იხდის სასჯელს და აქედან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ არის თუ არა ის პოლიტპატიმარი, - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საარჩევნო ბლოკ "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" მტაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ, - არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტიკური პატიმრები. 

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, შავგულიძე პასუხობს, რომ ეს შედეგი „ქართული ოცნების" არასამართლებრივმა ქმედებამ განაპირობა, რაც შემდგომ ევროსასამართლომ დაადგინა.

„ბაჩო ახალაია არ ვიცი ახლა რა მუხლით იხდის სასჯელს და აქედან გამომდინარე ვერ გიპასუხებთ. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ეს თავად "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოახერხა, რომ პატიმარ მერაბიშვილს დაურღვია კონვენციით გარანტირებული უფლებები და თავად ევროპულმა სასამართლომ აღიარა, რომ მის მიმართ გამოყენებული მოქმედებები არ იყო განპირობებული მართლმსაჯულებიდან გამომდინარე",- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031