13-02-2019
მიმდინარე წლის 13 თებერვალს აფხაზეთის ა/რ მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. სხდომაზე “2018 წლის საქმიანობის შესახებ“ ანგარიშები წარმოადგინეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის სტრუქტურულმა ერთეულებმა, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება–ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტმა, სსიპ გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტომ.
სხდომას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ანგარიშების მოსმენის შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა–პასუხის რეჟიმში. იყო მსჯელობა დევნილთა დასაქმების, მათი სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების გზების ძიების, სამომავლო გეგმების შესახებ და ა.შ.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||