გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გუდიაშვილის 9 ნომერში, სარესტავრაციო საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებს შეხვდა

28-05-2019


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე გუდიაშვილის 9 ნომერში, სარესტავრაციო საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებს შეხვდა.


ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობის სარესტავრაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

მმართველი გუნდის კანდიდატმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატივა, რომელიც ეხება ძეგლის სტატუსის მქონე შენობების ჩამონათვალის გადახედვას და მათ სასწრაფო რესტავრაციას.


„ჩვენთვის მთავარია, რომ დავიცვათ მოსახლის ინტერესი, ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ ასეთ სახლებში მცხოვრები ადამიანების შეხედულებების გათვალისწინებით და უახლოეს პერიოდში, მთაწმინდაზე მივხედოთ ყველა ავარიულ შენობას. მთაწმინდელებმა უნდა იცხოვრონ უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში და ამისათვის, პარლამენტის ტრიბუნიდან მე ძალიან საინტერესო და ქმედით ინიციატივებს გავაჟღერებ",- განაცხადა ლადო კახაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930