გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო კახაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

29-05-2019

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას სულხან - საბას სკვერში შეხვდა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მმართველი გუნდის კანდიდატმა ამომრჩევლებს დეტალურად გააცნო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა ინიცირებასაც გეგმავს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
საუბარი შეეხო ავარიული შენობა-ნაგებობების სწრაფ რეაბილიტაციას, სადაზღვევო პაკეტების ლიმიტების ზრდას და მოსახლეობის ყოფითი პრობლემების გადაჭრას.

„მე ვარ წევრი იმ გუნდის, რომელმაც ქვეყანაში დაამკვიდრა სტაბილურობა, მშვიდობა და განვითარება. მაქვს გეგმა, რომ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელო მუშაობა ჩემი მთაწმინდელებისთვის პარლამენტში.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930