გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბარსელონაში 79 ქართველი საიმიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს

30-05-2019


ბარსელონაში 79 ქართველი, მათ შორის არასრულწლოვნები საიმიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ქალაქში ე.წ ქართველი კანონიერი ქურდების თავშესაფარი აღმოაჩინეს.


ეჭვმიტანილები კი 70-მდე სახლის გაქურდვაში არიან ბრალდებულები.


საქართველოს კონსული ბარსელონაში, ქეთი გოგოლაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების შედეგად ამ ადამიანების ერთი დღით დაბინავება მოხერხდა.


„გუშინ გვქონდა მოლაპარაკებები წითელ ჯვართან და ქალაქის წარმომადგენლობასთან, რის შედეგადაც ერთი დღით ეს ადამიანები ქალაქის ჰოსტელში გადაიყვანეს. ხალხი გაფრთხილებულია, რომ ეს არის მათი ბოლო დღე ბარსელონაში. სამწუხაროდ საკონსულოს არ გააჩნია იმის თანხები, რომ მათი თავშესაფარის საფასური გადაიხადოს. ეს მოქალაქეები კი საქართველოში დაბრუნებას არ აპირებენ“ - განაცხადა ქეთი გოგოლაშვილმა ქრონიკასთან სატელეფონო საუბარში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსულოს ჩარევით, მათ ერთი დღის განმავლობაში თავშესაფრით უზრუნველყოფენ.


ამ ადამიანების ბედი 24 საათის მერე, ჯერ უცნობია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031