გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

31-05-2019

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე ასათიანის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.


მმართველი გუნდის კანდიდატმა ამომრჩევლებთან ქუჩის რეაბილიტაციის დაგეგმილ პროცესზე ისაუბრა და დეტალურად გაეცნო იმ საჭიროებებს, რაც ადგილობრივებს გააჩნიათ.


„ამ ქუჩაზე გაკეთდება ძალიან ბევრი რამ, მოსახლის სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. მე პირადად ძალიან აქტიურად ჩავერთვები ამ პროცესში. ასათიანის ქუჩა დიდი და საკვანძო ქუჩაა ჩვენი რაიონისათვის და პირობას გაძლევთ, რომ გამარჯვებისთანავე, პირველივე დღიდან მექნება აქტიური კომუნიკაცია თქვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე როგორც საპარლამენტო სივრცეში, ასევე დედაქალაქის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930