გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

31-05-2019

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად დატოვეს.


ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, დღევანდელი გამოსვლა სადღეგრძელოებს გავს.


„პრემიერ-მინისტრი არ სცემს მნიშვნელოვან შეკითხვებს პასუხს. ერთია ინტერპელაცია, მაგრამ მეორეა ის საკითხები, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს. ეს იქნება: დავით გარეჯის საკითხი, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, ლარის კურსი თუ სხვა. პრემიერ-მინისტრმა არ გამცა კითხვებზე პასუხი, თუმცა ამით არა ლევან გოგიჩაიშვილს, არამედ არ უპასუხა საბურთალოს ამომრჩეველს, რომლის ოლქის წარმომადგენელიც გახლავართ. თავიდანვე დავტოვებდი სხდომას, თუმცა მაინც საჭიროდ ჩავთვალე გამომეყენებინა ჩემს ხელთ არსებული წუთნახევარი“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.





https://www.interpressnews.ge


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930