გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: გიორგი სამუშია და ასეთი ადამიანები, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს, ჩვენი მოქალაქეების წინაშე აუცილებლად იქნებიან დასჯილი

31-05-2019

"წინა ხელისუფლების ჯალათი და ეჭვმიტანილი წამებაზე, უკრაინაში დაკავებულია" , - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.


„ეგრეთ წოდებული წინა ხელისუფლების ჯალათი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეჭვმიტანილი წამებაზე დაკავებულია უკრაინაში. ეს ის ადამიანია, რომელიც სულ ახლახანს მიხეილ სააკაშვილი როცა ხვდებოდა ემიგრანტებს, მაშინ იკადრა და იქ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს წიწაკის „სპრეი“ შეასხა. ეს ადამიანი არის მწამებელი და ეს არის სიმბოლო იმის, რომ ერთი ჩვეულებრივი ამბავი, რომელიც მოქალაქეობის დაბრუნებით მოხდა უკრაინაში. ეს ადამიანი იმართება ყოფილი პრეზიდენტისგან, რომელიც შოუებს დგამს ყოველთვის.


სიმბოლურია ზუსტად ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი შეხედვით თითქოს მოტივაცია, რომ რაღაცა საკითხებზე საუბრობს და მეორე ის, რომ ასეთი ადამიანები უმაგრებენზურგს, ეს იყო ზუსტად ტრიუმფის დასასრული. გიორგი სამუშია და ასეთი ადამიანები, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს, ჩვენი მოქალაქეების წინაშე აუცილებლად იქნებიან დასჯილები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031