გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარმა ეკომიგრანტ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

9-02-2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე წალკის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტ ოჯახებს ესტუმრნენ და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. 

სოზარ სუბარი წალკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცენტრში მაკარაძეების 9-სულიანი ოჯახისთვის სახლის საკუთრებაში გადაცემის პროცედურასაც დაესწრო. 

ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2004-2009 წლებში შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, წალკის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, სახლი 500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი გრძელდება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930