გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას გადის

1-06-2019

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფოკას მამათა მონატრიდან მცხეთამდე ლოცვით მსვლელობას შეუერთდა.

პრეზიდენტი მრევლთან ერთად ამ გზის ნაწილს გაივლის.

მსვლელობას შეუერთდნენ პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და მთავრობის წევრებიც.

"მინდა ყველას, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წმინდა ნინო ფარავდეს საქართველოს და ჩვენ ყველას, ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის შემდეგ საქართველო გამთლიანდა, გაქრისტიანდა და დღემდე ეს მადლი მოგვყვება. გისურვებთ მისი მადლი გვფარავდეთ" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მრევლი წმინდა ნინოს გზას მცხეთამდე გაივლის. 42 დღიანი მსვლელობა 13 ივლისს, მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასრულდება, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს დალოცავს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930