გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ლომჯარია: დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი, სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

3-06-2019

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


"ეს ფოტოები ზუსტად 1 წლის წინ, 2018 წლის 3 ივნისსაა გადაღებული ვაკის პარკში. ის, რაზეც აქ ვსაუბრობდით, 1 წლის შემდგომ, სიმბოლური დამთხვევის წყალობით, ნაწილობრივ იქნა მიღწეული. დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან. სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!"- წერს სახალხო დამცველი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31