გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: მოხარული ვარ, რომ ხორავას საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული

5-06-2019

„მოხარული ვარ, რომ ხორავას საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებულია და კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული“ - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ხორავას საქმესთან დაკავშირებით.


მისი თქმით, ხორავას საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომიის რეკომენდაციებში, რომელსაც პარლამენტმა დაუჭირა მხარი, კონკრეტული მითითება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიმართ, რომ გამოკვეთილიყო კონკრეტული ადამიანის როლი, თუ ასეთი არსებობდა.


„იმ რეკომენდაციებში, რომელიც ჩვენი გაცემული იყო და საბოლოოდ პარლამენტმა დაუჭირა მხარი, იყო მითითება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიმართ , რომ გამოკვეთილიყო კონკრეტული ადამიანის როლი, თუ ასეთი არსებობდა. მოხარული ვარ, რომ ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. ჩვენ არ უნდა ვთქვათ, ეს შედეგი საბოლოოა თუ არა იმ კონტექსტში, რომ ადამიანს წინასწარ არ უნდა დავაბრალოთ, არის თუ არა ის დამნაშავე, ეს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს საქმეა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930