გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ოპოზიცია

5-06-2019

ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ოპოზიცია, მათ კანდიდატ შალვა შავგულიძეს პოლიტიკური ამნეზია დაემართა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას დღევანდელ განცხადებას.


„ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ოპოზიცია. მათი კანდიდატი შალვა შავგულიძე გამოდის ზნეობისა და კანონის საწინააღმდეგოდ და პოლიტიკური ამნეზია დაემართა. თითქოს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ქმნიდნენ დანაშაულებრივ სქემას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, წესიერი ხალხი არიან და საზოგადოების ყურადღება უნდა გადაიტანონ იმისკენ, თითქოსდა კრიმინალური ავტორიტეტები სადღაც მონაწილეობენ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებით კანონი არსებობს და ამ კანონის აღსრულების თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, სტატისტიკა ამოიღოთ. ეს ერთადერთი პასუხია. თემის გადაფარვა, რომ აშკარად მიმდინარეობს, ეს ფაქტია“, – აცხადებს გია ვოლსკი.


გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ივანიშვილის გუნდის ფუნდამენტური სტრატეგიაა, რომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების წყალობით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031