გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქსნის ციხეზე ძლიერი წვიმის გამო შეფერხებული მოქალაქეები მაშველებმა ჩამოიყვანეს

9-06-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ მცხეთაში, ქსნის ციხეზე ასული მოქალაქეები ძლიერი წვიმის გამო უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. დახმარება შვიდ ახალგაზრდას სჭირდებოდა.


შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამშველო ეკიპაჟი.


ახალგაზრდების ქსნის ციხიდან ჩამოყვანას ძლიერი წვიმა და რთული რელიეფი ართულებდა.


ამ დროისთვის ყველა მათგანი უვნებლად არის და თავს კარგად გრძნობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930