გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო კახაძე: თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ამას აუცილებლად საჩივრის სახით დააფიქსირებს მოსახლე და დარღვევას შესაბამისი ინსტანცია განიხილავს

9-06-2019

"ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ხმა მე-12 საარჩევნო უბანში მისცა და საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარიც გააკეთა.


"თბილისის მოსახლეობის, მთაწმინდის ნაწილს, ამ უმშვენიერესი უბნის ნაწილს, აქვს მოლოდინი, რომ განათლება აუცილებლად დაიწყება. განათლება იმ გაგებით, რომ მათი შენობა-ნაგებობის ურბანული კუთხით უსაფრთხოებისა და რეაბილიტაციის საკითხები დაიწყება", - განაცხადა კახაძემ.


მისივე თქმით, ახალი პროექტები, რომლებიც უკვე დაგეგმილია, განხორციელდება და შესაბამის შედეგსაც მოიტანს.


"ახალი პროექტები შედეგს მოიტანენ იმ კუთხით, რომ მოსახლე იგრძნობს თავს უსაფრთხოდ.


თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ამას აუცილებლად საჩივრის სახით დააფიქსირებს მოსახლე და დარღვევას შესაბამისი ინსტანცია განიხილავს.


მე მომხრე ვარ, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონდეს", - აღნიშნა ლადო კახაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031