გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი: მე ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც სასამართლო დარბაზებში მოქალაქეებსა და მათს ინტერესებს იცავდა

9-06-2019

მთაწმინდაის მე-6 საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიცია ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დააფიქსირა.


"მე ხმა მივეცი ადამიანს რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან.


რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა", - განაცხადა მარგველაშვილმა.


მისივე თქმით, მან ხმა მისცა იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ გამორჩეული, დაფასებული და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში.


"თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლებიან თოჯინები, რომლებიც დააფიქსირებენ არა საკუთარ აზრს, არამედ იმას, რასაც უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა საარჩევნო უბანზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031