9-06-2019
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გია ვოლსკი განცხადებას აკეთებს.
"ვერ ვიტყოდი , რომ განცხადებისთვის რაiმე ახალი გარემოებები მაქვს. მინდა ხაზი გავუსვა , რომ თბილისმა , საქართველომ როგორც განვითარებულმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტებით, კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი . ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც , განსაკუთრებით კი ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც მივიდა და თავის პოლიტიკური ნება დააფიქსირა.
იყო გარკვეული პროვოკაციები , მთლიანობაში ვერ შეძლეს ამისგან ისტორია შეექმნათ და ის რაც ხდება, მისასალმებელია.
სამი საათი დარჩა საარჩევნო უბნების დახურვამდე, ყველას მოვუწოდებ, საარჩევნო ადმინისტრაციას , აქტივისტებს, ყველა პარტიის წარმომადგენელს, იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებით და იმოქმედონ ისე , როგორც შეეფერება ოცდამეერთე საუკუნის ევროპულ სახელმწიფოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
13-05-2026
26-08-2026
| « სექტემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | ||||