გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლების სპეციალური რეისები დაინიშნა

11-06-2019

ამერიკული ჯგუფის „Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 14; 15; 16 და 17 ივნისს თბილისიდან დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ. ამერიკული ჯგუფის „Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 14; 15; 16 და 17 ივნისს თბილისიდან დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ. 


,,Black Sea Arena” სეზონის გახსნისთვის, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული მიმართულებით ყველა ბილეთი გაიყიდა. ამიტომ, „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით სპეციალური რეისები დაინიშნა, რომლებიც მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს. 
მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:


14/ 06/2019 თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena- თბილისი #852/851გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი08:50 13:20 14 :15 19:05 20:05 00:4015; 16; 17/ 06/2019 თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena- თბილისი #888/887გასვლა-თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა- ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი10:30 14:45 15:30 19:15 20:05 00:22


ამასთანავე, 17 ივნისს, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი #859 მატარებელი „Black Sea Arena“-ს ბაქანზე 01სთ. 25 წთ-ზე შევა და 10 წუთიანი გაჩერება ექნება. 


ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და Biletebi.ge მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. 


ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031