გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურიაში პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა

11-06-2019

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია - პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.


აღკვეთილი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი ფართობი 443 ჰექტარია. ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული.


აღკვეთილის შექმნის მიზანია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება.


შესაბამისი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და WWF კავკასიის პროგრამული ოფისი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930