გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო გოგაშვილი: ეს ჯერ არასდროს მითქვამს და პირველად ვამბობ...

11-06-2019

„ეს ჯერ არასდროს მითქვამს და პირველად ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საუბარი ჩემთვის ძალიან მძიმეა. დიახ, მეც შვილმკვდარი მამა ვარ და ჩემი პატარა ბიჭი საკუთარი ხელით დავასაფლავე. ექიმებმა მომიკლეს და ბაბუის გულმკერდზე დავკრძალე, მაგრამ იმ ექიმებზე შური არ მიძიებია“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც გოგაშვილმა თქვა, ეს ტრაგედია 1996 წელს მოხდა.

„იქიდან მოყოლებული, ჩემთვის ცნობილია, თუ რას ნიშნავს შვილმკვდარი მამის ტკივილი, მაგრამ ველურ დასავლეთში არ ვცხოვრობთ, რომ იარაღს დავავლოთ ხელი და ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა გავაჩაღოთ“, - განაცხადა გოგაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930