გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ ყველაზე დიდ ხორცპროდუქტების საწარმოს გახსნის

11-02-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ „ლიდერფუდის“ ყველაზე დიდ ხორცპროდუქტების საწარმოს გახსნის, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ლიდერფუდმა“ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხით, რომლის პროცენტის თანადაფინანსება სახელმწიფომ უზრუნველყო, წარმოების გაფართოება შეძლო, სადაც 550-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. საწარმო მცხეთაში მდებარეობს და მისი სრული ფართი 1 ჰექტარს შეადგენს.


სამინისტროს ინფორმაციითვე, საწარმო აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური საწარმოო დანადგარებით, რომლის საშუალებით, კომპანია ევროპული სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს პროდუქციას. ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 მილიონ ლარს შეადგენს.


გახსნის ცერემონია 10.45 საათზე გაიმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31