23-05-2019
მიმდინარე წლის 23 მაისს სიონის საკათედრო ტაძარაში სვიმონ კანანელის (იესო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგან ერთ–ერთი) ხსენების დღესთან დაკავშირებული წირვა–ლოცვა ჩატარდა. 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე – საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ს ლოცვა–კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა 2014 წელს. აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის ა/რ მთავრობის ორგანიზებით ა/წლის 17 მაისს სოფელ რუხის სავაჭრო ტერიტორიაზე ღონისძიებით – ,,მე ვარ აფხაზეთი’’ გაიხსნა. ღონისძიების მხარდამჭერი იყვნენ: სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო–სამრეწველო პალატა და სხვა. ზემოაღნიშნული კვირეული 23 მაისს აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტით დასრულდა.ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ აფხაზეთის დღე ანუ ,,აფხაზეთობა’’ მიულოცეს და აფხაზებთან შერიგების, ქართულ–აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მთავრობის წევრები, ადგილობრივი და დევნილი საზოგადოება.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||