გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო რუს ხალხს მიუსამძიმრა

12-02-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთვქა.
პრემიერმა მისი უწყების სახელით რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. 
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 71 მგზავრის დაღუპვა მოჰყვა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ განსაცდელისას გამძლეობას ვუსურვებ მათ“- განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930