გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში შშმ პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს

14-06-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე მიულოცეს და მათ გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს.


შშმ პირთათვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემის პროგრამა, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, ამერიკული ჰუმანიტარული დონორი ორგანიზაციის - LDS Charities თანამონაწილეობით, 2016 წლიდან ხორციელდება.


ამ ეტაპზე, ეტლებს 62 შშმ პირი მიიღებს. ეტლების ტანსპორტირებას მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.


ამ პროგრამით შშმ პირს ადვილად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ეძლევა, რაც აუმჯობესებს მათი ღირსეული ცხოვრებისა და გარემოსთან ადაპტირების ხარისხს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31