გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იტალიის დედაქალაქში ქართული კინოს დღეები გაიმართება

14-06-2019

იტალიის დედაქალაქი ქართული კინოს დღეებს უმასპინძლებს. ღონისძიებას ორგანიზებას უწევენ საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნულ კინოცენტრი. ასევე, პროექტის მხარდამჭერია სახელმწიფო პროგრამა "საქართველო-ევროპა".


ღონისძიების ფარგლებში რომის კინოს სახლში (Casa del Cinema) ნაჩვენები იქნება შემდეგი ქართული ფილმები:


"მანდარინები" (რეჟისორი ზაზა ურუშაძე)
"ცისფერი მთები" (რეჟისორი ელდარ შენგელაია)
"ნატვრის ხე" (რეჟისორი თენგიზ აბულაძე)
"შემთხვევითი პაემნები" (რეჟისორი ლევან კოღუაშვილი)
"ჩემი ბებია" (რეჟისორი კოტე მიქაბერიძე)


16 ივნისს ღონიძიება გახსნება კონცერტით, სადაც ქართველი მუსიკოსები შეასრულებენ ცნობილ ნაწარმოებებს ქართული კინოფილმებიდან, 18 ივნისს კი კოტე მიქაბერიძის ფილმს "ჩემი ბებია" მუსიკალურ თანხლებას გაუწევს რეზო კიკნაძის ტრიო.


კინო პროგრამის გარდა, რომში ასევე მოეწყობა ქართული კინოპოსტერების, ისტორიული ფოტომასალისა და წერილების გამოფენა, რომელიც დაკავშირებულია ქართველი და იტალიელი კინემატოგრაფისტების მეგობრობასთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031