14-06-2019
"ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილის პოსტზე დაინიშნა.
როგორც ცნობილია, ხაჩიძე ტურიზმის, კულტურის და საგანმანათლებლო მიმართულებებით იმუშავებს.
ხაჩიძემ საკუთარ ანაზღაურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მიზერული ხელფასი" აქვს. მისივე ინფორმაციით, რწმუნებულის მოადგილის ანაზღაურება 1 500 ლარია.
"მიზერული ხელფასი მაქვს. ერთ კონცერტში რასაც ვიღებ, დაახლოებით იმდენი მაქვს ხელფასი", - თქვა ხაჩიძემ.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ მთავრობამ დადგენილება მიმდინარე წლის 28 მაისს მიიღო, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობრივი სარგო თვეში - 5 900 ლარი, წლის განმავლობაში - 70 800 ლარითაა განსაზღვრული.
11-12-2025