გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით 17 ივნისიდან მაგთი ფიქსის აბონენტებს მომსახურება აღარ შეეზღუდებათ

14-06-2019

კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომს“ CDMA ლიცენზიის ვადა 10 წლით გაუგრძელა. შესაბამისად, 17 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“ აბონენტებს საკომუნიკაციო მომსახურება აღარ შეეზღუდებათ. მაგთი ფიქსის 100 ათასზე მეტი აბონენტი კვლავ შეძლებს უწყვეტ სატელეფონო კომუნიკაციას.

მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და შეუზღუდავი სატელეფონო კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ შპს „მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობები შესთავაზა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია „მაგთიკომს“ CDMA ლიცენზია სპეციალური ვალდებულებებით გაუგრძელდა. კომისიამ მაგთიკომს ორ წლიანი ვადა მისცა, იმისთვის, რომ ამ პერიოდში, „მაგთი ფიქსის“ სერვისის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებს ალტერნატიული მომსახურება შესთავაზოს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930