გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: ის, რაც ხდება, არის დიდი გამოწვევა სახელმწიფოსთვის, რომ იმოქმედოს ისე, რომ არ დაარღვიოს ბალანსი

15-06-2019

თავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებული მოვლენების თაობაზე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს ვალდებულება დაიცვას კონსტიტუცია, ხოლო მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება ამ ქვეყანაში აქვს ყველა მოქალაქეს. 

,,ის, რაც ხდება, არის დიდი გამოწვევა სახელმწიფოსთვის, რომ იმოქმედოს ისე, რომ არ დაარღვიოს ბალანსი. ერთი მხრივ, შსს-ს მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რომ დაიცვას გამოხატვის თავისუფლბა, მაგრამ მისი ასევე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპატრიარქოს განცხადების თაობაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ განცხადებას იცნობს. 

,,მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები. შსს-ს პრიორიტეტი ახლა არის ის, რომ შეძლოს უფლებების რეალიზაცია უსაფრთხობის უზრუნველყოფის გზით. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია ყველა მხარემ შეუწყოს ხელი ბალანისი დაცვას“ - ამბობს ჩუგოშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930