გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარდაბანში ფეხმძიმე გოგო დაიღუპა - ნათესავები ექიმებს ადანაშაულებენ

15-06-2019

გარდაბნის რაიონ სოფელ ნაზარლოში ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდეიმე საათში გარდაიცვალა. 

დაღუპულის ნათესავები ამბობენ, რომ გოგონა ექიმების უყურადღებობას ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციას ჯერ-ჯერობით მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკითხავს.

ცხედარს რუსთავში ექსპერტიზა უტარდება.

"ექიმმა შეამოწმა 1-ელ საათზე, ანალიზები აუღეს, ექოსკოპია გადაუღეს, ყველაფერი კარგად არისო და სახლში გაუშვეს. ღამე ისევ ცუდად გახდა, კიდევ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მერე ჩამოვიდნენ და გვითხრეს გარდაცვლილიაო. დამნაშავე არის ექიმი, ჯანმრთელი მოვიყვანეთ, თუ ცუდად იყო დატოვებდნენ საავადმყოფოში. რატომ გაუშვეს? მერე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ჩვენ წავედით, ექიმთან გვინდოდა დალაპარაკება, კარებს ვანგრევთ და ერთი ექიმიც არ გამოდის"- განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა"კურიერთან" საუბრისას.

ნათესავების თქმით, ექიმებს ამას არ აპატიებენ და ჩივილს აპირებენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31