გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ პირუტყვის ქურდობის ფაქტებზე რუსთავსა და მარნეულში 2 პირი დააკავა

15-06-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ხ.ა. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 7 ივნისს მოქალაქეს მსხვილფეხა პირუტყვი მოჰპარა.

ანალოგიური ბრალდებით დააკავეს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ა.გ. მან მარნეულის რაიონის სოფელ დამიაში მცხოვრებ მოქალაქეს პირუტყვი მოჰპარა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი საქონელი პატრონებს დაუბრუნეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930