გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტრამპი: The New York Times ამტკიცებს, რომ აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევებს მოუხშირა

16-06-2019

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი The New York Times-ში გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სპეცსამსახურებმა ბოლო წლის განმავლობაში აქტიურად დაიწყეს რუსეთის ენერგოსისტემაში დამაზიანებელი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა და აცხადებს, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.


„შეგიძლიათ თუ არა დაიჯეროთ, რომ The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებს, რომ აშშ-მა, არსებითად, მოუხშირა რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევებს“, - წერს ტრამპი „ტვიტერის“ გვერდზე.


მისი თქმით, ის ამას, ფაქტობრივად, „ოდესღაც უდიდესი გაზეთის“ მხრიდან მოღალატურად მიიჩნევს, რომელიც ტრამპის აზრით, სასოწარკვეთილი ეძებს ნებისმიერ ისტორიას, თუნდაც ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყოს.


ამერიკის პრეზიდენტის აზრით, დღეს კორუმპირებული მედია ყველაფრისთვის მზად არის.


„ისინი ყველაფერს გააკეთებენ, ან განაცხადებენ, რაც გნებავთ ისე, რომ ოდნავადაც არ დაფიქრდებიან მოსალოდნელ შედეგებზე“. - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ისინი ნამდვილი მშიშრები არიან.




https://www.interpressnews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031