გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი: იმედი მაქვს, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდება

16-06-2019

“მე იმედი მაქვს, რომ რეგულაციების შერბილება იქნება", -ამის შესახებ მაჭავარიანმა „რუსთავი 2“-ზე გიორგი ისაკაძის გადაცემა „Forbes კვირაში“ იპოთეკური სესხების მიმართულებით ე.წ. საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილების კომენტირებისას განაცხადა.


"თქვენ იცით, რომ დასაწყისშივე, ამ რეგულაციების მაინცდამაინც მხურვალე მხარდამჭერი არ ვიყავი. აქვე უნდა გაესვას ხაზი, რომ ეროვნული ბანკი დაკომპლექტებულია უმაღლესი ხარისხის პროფესიონალებით და ის მოტივაცია, რატომაც ეს გააკეთეს, არის ის, რომ ქართული ფინანსური სისტემა იყოს უფრო დაცული, თუმცა ჩვენს ხედვებს შორის სხვაობა იმაშია, რომ ჩემი აზრით, ამ რეგულაციებით სებ-მა ქართულ ფინანსურ სისტემას დაადო ჯავშანი, იმგვარი ჯავშანი, რომლის ადეკვატური კალიბრის ყუმბარები აქ არ ცვივა, შესაბამისად – ზედმეტი დაცულობა და დიდი ჯავშანი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.





https://ipress.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031