გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კვიპროსში მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს

12-02-2018

კვიპროსის პოლიციამ ქალაქ ლიმასოლში მცხოვრებში 25 და 26 წლის ახალგაზრდები დააკავა, რომლებიც 47 წლის ერნესტ ლეონიდისის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი.

Cyprus News Agency-ს ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთი რუსეთის მოქალაქე, მეორე კი ქართველია.


პოლიცია ასევე რუსეთის მოქალაქის 29 წლის ძმას ეძებს.


ლეონიდისი 8 თებერვალს მოკლეს. გამოძიების ვარაუდით, საქმე ეხება „კრიმინალურ გარჩევას“.


დაკავებულები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31