გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტამბულში სისხლიანი გარჩევის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს

18-06-2019

სტამბულში რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.


დაღუპულთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. ჯერჯერობით რუსეთის მოქალაქის გარდაცვალებას არ ადასტურებენ.


გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიაში შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.


გარდაცვლილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მაყუჩიანი იარაღი და ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.


ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ფაქტზე უკვე დააკავეს სამი ადამიანი, თუმცა ინციდენტის სხვა მონაწილეებს ამ დრომდე ეძებენ.

მომხდარის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.


თურქეთში საქართველოს კონსული თურქი სამართალდამცველებისაგან ოფიციალურ განცხადებას ელოდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930