გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორის სამმართველოს თანამშრომელი საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში ამხილეს და ჯარიმა დააკისრეს

18-06-2019

გორის შს სამმართველოს თანამშრომელი საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებაში ამხილეს. ფოტო უფლისციხეში მიმავალმა ტურისტმა 13 ივნისს გადაიღო.


2013 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით: ,,საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება), − გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე ოდენობით".


შს სამინისტრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დარღვევის ფაქტზე მოკვლევას ჩაატარებს.




https://www.qartli.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930