გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიწისძვრა ჩინეთში: დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

18-06-2019

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაშავებულია 122 ადამიანი.


ინფორმაციას ​ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.


ექვსი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები 17 ივნისს, ადგილობრივი დროით 22:50 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ჩანინიდან 19 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.


მოგვიანებით, ამავე რაიონში დაფიქსირდა 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები.


ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, დანგრეულია რამდენიმე სახლი, დაზიანებულია ავტომაგისტრალები.


შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება.


ამ ეტაპისთვის სტიქიის ზონაში გაგზავნეს კარვები და პირველადი საჭიროების ნივთები. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.




https://pia.ge/

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930